რუსი გამნაღმველები განაგრძობენ სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის განაღმვას. ბოევიკებმა ქალაქის ქუჩებსა და სახლებში გაქცევამდე ათასობით ნაღმი დატოვეს. იხილეთ ალეპოს განაღმვის კადრები Sputnik საქართველოს ფოტოლენტაში.
თვენახევრით ადრე ალეპოში განაღმეს დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი ტერიტორია, დაახლოებით 700 კმ სიგრძის გზა, 3,5 ათასი სხვადასხვა ობიექტი და შენობა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის სამხედროებმა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს 25 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის დაახლოებით 13 ათასი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

რუსი გამნაღმველები განაგრძობენ სირიის ქალაქ ალეპოს საღმოსავლეთ ნაწილის გაუვნებელყოფას. ფოტოზე - რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის სამხედროები ალეპოს უძველესი ციხე-სიმაგრის ისტორიულ ციტადელზე ნაღმებს აუვნებელყოფებენ

ალეპოს აღმოსავლეთში ბოევიკების მიერ დატოვებული ნაღმის აღმოჩენისას გამნაღმველები მას ანადგურებენ ქალაქგარეთ მიტოვებულ კარიერში. თუ ასაფეთქბელი ნივთიერების უსაფრთხოდ გამოდევნა არ ხერხდება, მას ადგილზე აფეთქებენ

ალეპოს უძველესი ციტადელი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული

უძველესი ციხე-სიმაგრე, რომლის კედლებს მიღმაც ასობით ისტორიული რელიქვია და არქიტექტურული ძეგლია, ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლისას იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც აქტიური საომარი ქმედებები მიმდინარეობდა

უძველესი ციტადელი აღმოსავლეთ ალეპოში, იმ სახით, რა სახითაც დღემდე შენარჩუნდა, X საუკუნეში აღმოაჩინეს. თუმცა არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შენობები და ნაგებობები ამ ადგილზე 10 ათას წელზე მეტია არსებობს. შემდგომში ახალი კედლები ძველების გარშემო აშენდა და ყოველი ახალი კულტურა ძველს გარედან ფარავდა

რუსი გამნაღმველები მხოლოდ ალეპოს არ აუვნებელყოფენ. ისინი სირიის არმიის გამნაღმველებს ასწავლიან. ამ მიზნით ალეპოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის ფილიალი მოქმედებს

აღმოსავლეთ ალეპოში ნაღმების გასაუვნებელყოფად რუსი გამნაღმველები იყენებენ მოძრავ დეტექტორებს "Коршун" და რადიოტალღოვან დეტექტორებს "РВМ-2М", რომლებიც უკონტაქტოდ პოულობენ ნაღმებს

ნაღმებისა და სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან

აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილი ხელნაკეთია

გამნაღმველებმა მუშაობის პერიოდში არაერთხელ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობების საწყობები, სადაც ინახებოდა ფეხოსანთა და ტანკსაწინააღმდეგო მინები

საშიში ზონა, სადაც რუსი გამნაღმველები მუშაობენ, სამხედრო პოლიციის მიერ არის გარშემორტყმული - რისკის მიუხედავად, ქალაქში, რომელიც ცოტახნის წინ დაუბრუნა მშვიდობიან ცხოვრებას, ჩამოდიან ტურისტები და მლოცველები

ალეპოსა და სირიის სხვა დასახლებულ პუნქტებში განაღმვითი სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად ჩატარების მიზნით, რუსი სამხედროები სირიას ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობენ