ბელგიური კომპანია Newfusion-ის თანამშრომლებს კანქვეშა „გასაღებები“ დაუყენეს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმიკროჩიპი კანქვეშ
მიკროჩიპი კანქვეშ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიკროპროცესორი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, თანამშრომლებს ბეიჯის მაგივრობას უწევს, ზომით ბრინჯის მარცვლის ტოლია და 100 ევრო ღირს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბელგიურმა კომაპნია Newfusion-მა, რომელიც ციფრულ მარკეტინგზე სპეციალიზდება, თანამშრომლებს კანქვეშ ელექტრონული ჩიპები დაუყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Soir-ის ელექტრონულ ვერსიაზე დაყრდნობით.

მომავლის ტექნოლოგიები - Sputnik საქართველო
მომავლის ტექნოლოგიები 2019-2050 წლებში: ტელეფონ-სამაჯური, სმარტ-გაზეთები და...

ამიერიდან Newfusion-ის თანამშრომლებს მარტივად შეეძლებათ ოფისის კარების გახსნა და ორგტექნიკით სარგებლობა — პირველ რიგში კი, კომპიუტერებით.

გაზეთის ინფორმაციით, კანქვეშა „გასაღები“, რომელიც პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, თანამშრომლებს ბეიჯის მაგივრობას უწევს. 
მიკროპროცესორი ზომით ბრინჯის მარცვლის ტოლია და 100 ევრო ღირს.

გამოცემა არ აზუსტებს, კომპანიამ გადაიხადა ჩიპის ჩაყენების საფასური თუ თავად თანამშრომლებმა, თუმცა განმარტავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ბელგიაში პირველად გამოიყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0