მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი ორი ზურგჩანთით ლუვრის ერთ-ერთ შესასვლელში კარუზელის მოედნის არკის მხრიდან თავს დაესხა სამხედრო პატრულს.
სამხედრო მოსამსახურეებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუსხნეს და მუცელში დაჭრეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ჭრილობები მიიღო პატრულის ერთ-ერთმა წევრმაც.
ლუვრის წინ სამხედრო პატრულზე თავდამსხმელი ყვიროდა "ალაჰ აკბარ", განაცხადა პარიზის პოლიციის მეთაურმა მიშელ კადომ, იუწყება "რია ნოვოსტი".
საფრანგეთის პოლიციამ ასევე დააკავა მეორე ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ლუვრთან სამხედროებზე თავდამსხმელთან.