თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ხაჯიზადე მტრებს სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა, „თუ რამე შეეშლებათ“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„თუ მტერს რამე შეეშლება, ჩვენი რაკეტები თავს დაატყდება“, — ციტირებს სააგენტო Tasnim-ი სარდლის სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ გენერალს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა მტრებში, თუმცა ამერიკის ხელისუფლების მუქარას ირანის მიმართ, „ცარიელი სიტყვები“ უწოდა.
ალი ხაჯიზადემ აღნიშნული განცხადება ირანის ელიტური სამხედრო ქვედანაყოფების წვრთნებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ელიტური ქვედანაყოფების წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა თეირანს სანქციები დაუწესა 29 იანვარს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო.