ფეხმძიმე ბეიონსეს ფოტომ რეკორდი მოხსნა: 9,5 მლნ-ზე მეტი ნახვა

© RIA Novosti . Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიBeyonce
Beyonce - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა მომღერალმა ბეიონსემ საზოგადოებას აცნობა, რომ რამდენიმე თვეში ტყუპების დედა გახდება.

ფოტომ, რომელშიც ორსული მომღერალი შიშველი მუცლითაა გადაღებული, ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სულ რაღაც ერთ დღეში, „ინსტაგრამში“ ატვირთულმა ფეხმძიმე ბიონსეს სურათმა 9 მილიონ ნახვას მიაღწია. დღეისათვის მას უკვე 9,5 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

„გვინდოდა ჩვენი სიყვარული და ბედნიერება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. ჩვენ ორმაგად ვართ დალოცვილები. მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის“, — ასეთი წარწერა ახლავს ბეიონსეს ფოტოს, რაც მომღერლის ტყუპებზე ორსულობაზე მიანიშნებს.

 

კომენტარებში, რომლებიც მომღერლის თაყვანისმცემლებს აქვთ დატოვებული, გულწრფელი სიხარული იკითხება.

ყველა ახალი ამბავი
0