თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ვლადიმირ ჟირინოვსკი მეექვსედ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ხუთშაბათს ჟირინოვსკი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის საიუბილეო ХХХ-ე ყრილობაზე კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ლიბერალ-დემოკრატთა წესდებით, პარტიის თავმჯდომარე ოთხი წლის ვადით ირჩევა — განუსაზღვრელი ჯერადობით.
„ამ არჩევნებზე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვიქნები. უკვე მეექვსედ. ეს ევროპული მასშტაბის რეკორდია“, — განუცხადა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს.
ლიბერალ-დემოკრატთა უცვლელი ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევა.