ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ხანძარია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, გვირაბში ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბათუმი–ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სამართალდამცველების ცნობით, მანქანა მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის გვირაბის ერთი მხარე მთლიანად დაკეტილია.

სამართალდამცველების ცნობით, ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0