თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 3 თებერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) და ჯიქიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.