შალვა ნათელაშვილი: თქვენ გელოდებათ რევოლუციის ცეცხლი და ამას მიიღებთ
„სასწრაფოდ მოვითხოვ პარლამენტისგან, შექმენით საგამოძიებო კომისია და გამოავლინეთ ყველა ბანკირი, ვინც მილიარდები გადაზიდა ჩვენი ხალხის ჯიბიდან და ოჯახებიდან საკუთარ ანგარიშებზე“, — განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „მძარცველ ბანკირთა“ დანაშაულებრივი ქმედებებია.