ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია
„პრეზიდენტი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა“, — განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ამ მნიშვნელოვან სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება, პარლამენტის ინტერესში უნდა შედიოდეს, და პრეზიდენტი მოუწოდებს მას, აქტიურად ჩაერთოს პროცესში და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია.