სოსო ცინცაძე: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა წინგადადგმული ნაბიჯია
„ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმებას უახლოეს მომავალში მე არ ველოდები“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 66 ადამიანი იყო, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.