ქართველი კალათბურთელი ესპანური გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

© Bàsquet Club Andorraგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შერმადინი, ესპანური „მორაბანკ ანდორას“ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი, გასული სეზონის შედეგებით საუკეთესო მოთამაშედ უკვე აღიარეს.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც ესპანურ „მორაბანკ ანდორაში“ გამოდის, გუნდის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ქართველმა კალათბურთელმა გასულ თვეში ეროვნული ჩემპიონატის ოთხ მატჩში ითამაშა, თითოეულ თამაშში მოედანზე საშუალოდ დაახლოებით 27 წუთი დაჰყო. შერმადინი თამაშში საშუალოდ 18 ქულას და 9 მოხსნას აგროვებდა.

შერმადინის ე.წ. სარგებლიანობის კოეფიციენტმა იანვარში 27,8 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შერმადინი მთელი სეზონის შედეგებით „მორაბანკ ანდორას“ საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. ქართველის ანგარიშზე იყო 327 ქულა. შედარებისთვის — შედეგიანობის მიხედვით მეორე გახდა დავით ნავარო, რომლის აქტივში 247 ქულა იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ „მორაბანკ ანდორას“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია, მის ანგარიშზეა 10 გამარჯვება და რვა წაგება.

ყველა ახალი ამბავი
0