საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საზეიმო მიღებით აღნიშნავს

საქართველო პარლამენტი ვიზებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საზეიმო მიღებით აღნიშნავს
საქართველო პარლამენტი ვიზებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საზეიმო მიღებით აღნიშნავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხზე კენჭისყრის პროცესს პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე აკვირდებოდნენ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმების კენჭისყრის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ევროპარლამენტში კენჭისყრის პროცესს საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე აკვირდებოდნენ. ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა საქართველოს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

კენჭისყრის შედეგების გახმოვანების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ჰიმნი გაისმა და საზეიმო ტორტი გაიჭრა ევროკავშირისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით. საზეიმო მიღებაზე მოიწვიეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები.

Флаг ЕС в Европарламенте - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს თავის ძველ, ევროპულ სახლში დაბრუნებას ნიშნავს, მინდა ეს დღე ყველას მივულოცო“, — განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა.

დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში. არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირისა საქართველოს მიმართ და იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ამ დღეს ისტორიული უწოდეს.

„ეს არის მართლაც ისტორიული გარღვევა. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ეს გარღვევა მართლაც დაიმსახურა ჩვენმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით“, — განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მაღალი შეფასება მისცა

ქართული მხარე საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმებას მარტის ბოლოს — აპრილის დასაწყისში ელოდება.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0