მიხეილ გიორგაძე: ადგილობრივი ტურიზმი საერთაშორისო ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

გამოწერა
საქართველოსთვის საერთაშორისო ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურული მარშრუტების ეროვნულ დონეზე პოპულარიზაციაა, განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძე: ადგილობრივი ტურიზმი საერთაშორისოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის წევრი გახდა, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი მარშრუტები წარვადგინოთ ევროსაბჭოში. ეს კი უზრუნველყოფს ძალიან დიდ რეკლამას საერთაშორისო დონეზე, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწორედ ტურისტების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს ჩვენთვის საერთაშორისო ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული მარშრუტების ეროვნულ დონეზე პოპულარიზაცია", — აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრის თქმით, რადგან ამ საქმეში ბევრი რამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზეც არის დამოკიდებული, კულტურის სამინისტროში უკვე  ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, სადაც მათ კულტურული მარშრუტების პროგრამა გააცნეს და აუხსნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც კონკრეტული რეგიონის კულტურული სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0