„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 27 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საშა იოსელიანის, სანდრო ეულის, ფხაკაძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ანა პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0