სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით საქართველოში ორი მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედები ქალისგან ფულს მოითხოვდნენ და მას ინტიმურ ურთიერთობას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გავრცელებით ემუქრებოდნენ.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 43 და 27 წლის მამაკაცები დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს, რომლის ვინაობა არ სახელდება, ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. მათ ასევე ქალს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წაართვეს.

ბრალდებულები ნასამართლევი არიან. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის სამი მუხლით: „სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება“, „გამოძალვა“ და „პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება“, რაც ჯარიმით ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0