შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ საქონელს ჩამოაწერს

გამოწერა
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.
შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ საქონელს ჩამოაწერს

„მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობის და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას დაზარალებულ გადასახადის გადამხდელებზე, რათა მათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ", — განაცხადა ხუციშვილმა.  

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შემდგომ პერიოდში თითოეული დაზარალებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება და ისე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0