2 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები შედგება:
„ზარები“(Rings) — რეჟისორ ხავიერ გუტერასის საშინელებათა ფილმ „ზარის“ სიქველი, რომელსაც იაპონური ფილმი უდევს საფუძვლად. თრილერის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი ბნელით მოცულ სუბკულტურას იკვლევს, რომელიც საიდუმლო ვიდეოკასეტასთანაა დაკავშირებული, რომლის ნახვიდან მეშვიდე დღის შემდეგ, ყველა ნანახი ჩანაწერი ქრება.
თუმცა, მისი მეგობარი გოგონა დარწმუნებულია, რომ ბის ბოიფრენდს საფრთხე ემუქრება და მისი გადარჩენის მიზნით, დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. მას არცთუ ცოტა ამაზრზენი აღმოჩენები ელოდება, მაგრამ ყველაზე საშინელი ფილმში ფილმი გახდება, რომელიც მანამდე არავის უნახავს.
საინტერესო ფაქტი: ფილმში მოვლენები პირველ ფილმ „ზარის“ მოვლენიდან 13 წლის შემდეგ ხდება. მანამდე ფილმის სახელწოდება იყო „ზარი3D“.
„კოსმოსი ჩვენს შორის“ (The Space Between Us) - რეჟისორ პიტერ ჩელსომის ამერიკული ფილმი, რომელიც მიწიერ გოგონასა და გარდნერ ელიოტის გაკაქტიკათაშორის სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელიც მარსზე ექსპერიმენტულ კოლონიაში გაიზარდა. მათი რომანი ინტერნეტის საშუალებით დაიწყო და ახლა ელიოტი მიწაზე მოფრინავს, რათა შეყვარებულს შეხვდეს და ასევე იპოვოს თავისი ნამდვილი მამა, რომელიც მას არასდროს უნახავს.
საინტერესო ფაქტი: ფილმის ზოგიერთი სცენა, რომლის სამუშაო სახელწოდება იყო „ამ სამყაროს საზღვრებს გარეთ“, ნიუ-მექსიკის შტატის ქალაქ ალბუკერკის ერთ-ერთი სკოლის შენობაში, სასწავლო პროცესის დროს გადაიღეს. ამან სკოლის ადმინისტრაციასა და შტატის კინემატოგრაფის საქმეების კომისიას შორის კონფლიქტი გამოიწვია.
„მონსტრის ხმა“ (A Monster Calls) - რეჟისორ ხუან ანტონიო ბაიონის ფილმი, რომელიც პატრიკ ნესეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. მთავარ გმირს — ახალგაზრდა კონორს არცთუ მარტივად გამოსდის ყველაფერი: მამამისს ახალი ოჯახი აქვს, დედას — სიმსივნე აქვს, სკოლაში ყველა დასცინის, და ყველაფერთან ერთად ბებიასთან უწევს საცხოვრებლად გადასვლა. და მაშინ, როდესაც კონორს ყველაზე მეტად გაუჭირდება, სახლის ახლოს დარგული ძველი ხისგან დიდი მონსტრი გაჩნდება. თუმცა, მონსტრის ხმა ბიჭს აშინებს, როგორც თავად ურჩხული, რომელიც კონორს მოუთხრობს რამდენიმე ისტორიას, რომლითაც იგი ცდილობს ბიჭს მოთმინებისა და ძალების მოკრებაში დახმარებას, რათა მან უსიამოვნებების გადალახვა შეძლოს. ურჩხულის როლს ლაიამ ნისონი ასრულებს.
საინტერესო ფაქტი: ფილმის რეჟისორმა მთავარი როლის 12 წლის შემსრულებელ ლიუის მაკდუგალს უფლება არ მისცა ფინალურ სცენაში მაქსიმალურად ბუნებრივი რეაქციის თამაშისთვის სცენარის ბოლო გვერდი წაეკითხა. ბიჭის დედა 2013 წელს გარდაიცვალა, ფილმ „ურჩხულის ხმის“ გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გასული კვირიდან გამოვიდა ფილმი ფენტეზი „დიდი კედელი“ (The Great Wall) მეთ დეიმონისა და პედრო პასკალის მონაწილეობით, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, რეჟისორ მარტინ სკორსეზეს „სიჩუმე“(Silence) და ფრანგულ-კანადური ანიმაციური ფილმი „ბალერინა“(Ballerina).
ასევე თბილისის კინოთეატრებში — რეჟისორ დი ჯეი კარუზოს თრილერი „სამი სარჩელი: მსოფლიო ბატონობა“ (xXx: Return of Xander Cage) ვინ დიზელის მონაწილეობთ და დემიენ შაზელის ამერიკული ფილმი-მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი“(La La Land) ემი სტოუნისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით.
თბილისის კინოთეატრებში კვლავ შეგიძლიათ იხილოთ ამერიკული კომედია „რატომ ის“ (Why Him?) ბრაიან კრენსტონისა და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით და რეჟისორ კრის უეჯის ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „მონსტრი-ტრაქსი“ (Monster Trucks)
მულტფილმები ბავშვებისთვის — თოვლის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“ და „მოანას თავგადასავალი“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!