ჭელიძე: საქართველოს მოქალაქეები მიღებული ცოდნის რეალიზებას საქართველოში შეძლებენ

გამოწერა
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“-ის შესახებ საუბრობს.
ჭელიძე: საქართველოს მოქალაქეები მიღებული ცოდნის რეალიზებას საქართველოში შეძლებენ

„პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო დონეზე ქართველი სტუდენტების სწავლებას საფრანგეთის უნივერსიტეტებში. განათლების საერთაშორისო ცენტრში 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 13:00-დან 16:00 საათამდე პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება“, — განაცხადა ჭელიძემ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და „კამპუს ფრანსი“ ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ყველა ახალი ამბავი
0