ბოევიკების პოზიციების დაბომბვა სირიაში

გამოწერა

სირიელი სამხედროები ავიაბაზიდან T-4 სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ჰომსში ბოევიკების პოზიციებს ბომბავენ. იხილეთ სამხედრო ოპერაციის ვიდეოკადრები.

სირიის არმიამ "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები იძულებული გახადა 25 კილომეტრით უკან დაეხიათ ავიაბაზიდან T-4, იუწყება "რია ნოვოსტი" ტელეარხ "ალ-მაიადინზე" დაყრდნობით.

ტელეარხის მონაცემებით, სახელმწიფო არმიამ შეძლო კონტროლი დაემყარებინა ავიაბაზა T-4-ის ირგვლივ 25 კილომეტრის რადიუსში.

სირიის არმია პროვინცია ჰომსის აღმოსავლეთში მეორე კვირაა კონტრშეტევას ახორციელებს ქალაქ პალმირის მიმართულებით. გასულ დღეს მათ შეძლეს კონტროლი დაებრუნებინათ ბირ-ფიდას, მაზრაა-ფიდას და დასავლეთ კასრ-ელ-ჰაირის რაიონებზე.

დეკემბრის ბოლოს სირიის არმია იძულებული გახდა პალმირა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მასშტაბური შტურმი მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს ქალაქი, შემდეგ კი, უდაბნოს გავლით, 90 კილომეტრით მიუახლოვდნენ ჰომსს, დაიკავეს პოზიციები, სანავთობო და ბუნებრივი აირის ველები შაერი და ჯაზალი, ასევე რამდნეიმე სოფელი პალმირის ოლქში.

დეკემბრის მეორე ნახევარში ტერორისტთა მეწინავე დანაყოფები ავიაბაზა T-4-ს მიუახლოვდნენ 3-4 კილომეტრის მანძილზე. მათ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს შტურმით აეღოთ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელიც იმ მომენტისათვის თავდაცვის მთავარ ხაზად იქცა და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ჰომსის მიმართულებით გადაადგილებაში ხელს უშლიდა. იანვრის შუა რიცხვებში, მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიღების შემდეგ, სამთავრობო არმიამ ამბოხებულთა მხარდაჭერით თავდაცვა შეწყვიტა და კონტრიერიში განახორციელა.

ყველა ახალი ამბავი
0