საია: საქართველომ სტრასბურგში მაღალკვალიფიციური კანდიდატურები ვერ წარადგინა
„მოსამართლეების შერჩევის პროცესმა ვერ უზრუნველყო საქართველოდან ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომლებიც აკმაყოფილებენ პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერებისა და მოსამართლის მაღალი თანამდებობისთვის შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. და ის, რომ ამ მიზეზით მოხდა კანდიდატურების ჩავარდნა, ცუდი ფაქტია“, — აცხადებს ეკა ციმაკურიძე.
ევროსაბჭომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. საქართველოდან წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.