თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ბათუმში ნურიგელის ტბა გაიყინა, რომელიც 6 მაისის პარკში მდებარეობს.
ტბის გაყინვის ფაქტი XX საუკუნეში მხოლოდ რამდენჯერმე დაფიქსირდა. ძლიერი ყინვის შედეგად ტბა 1911, 1928, 1949, 1985 წლებში გაიყინა.
„აღსანიშნავია, რომ ნურიგელის ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა“, — აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გასული ღამით ბათუმში ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაეცა.