ასათიანი: ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელისაა, ქვედა ფენის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს
„ეროვნულ არქივში სახარება 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა. ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერია. თავიდან ბოლომდე არის ეტრატი, შესრულებულია ძირითადად ნუსხური დამწერლობით, ხოლო ნაწილი მხედრულით, გამოირჩევა საუცხოო მინიატურებით“, – განაცხადა ასათიანმა.
ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსია. იგი აქტიურადაა ჩართული ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პროექტში, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ 1000-მდე ხელნაწერს შეეხება.