თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სტამბულის აზიურ მხარეს მდებარე ერთ–ერთ რესტორანში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NTV–ზე დაყრდნობით.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ისტორიული ციხე–სიმაგრე Anadolu Hisar-ის ახლოს მდებარე რესტორნის კლიენტების მისამართით თავდამსხმელმა სროლა ატეხა. მომხდარის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდნენ. ადამიანი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, პოლიციას ჩაბარდა.
ასევე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესტორნის კლიენტებზე თავდასხმა იყო არა ტერაქტი, არამედ შურისძიება. თავდამსხმელი შემთხვევით გადაეყარა ადამიანს, რომელმაც 12 წლის წინ მამამისი მოკლა და მას ესროლა.