მაკარიძე პორტუგალიის ფეხბურთის ლიგის თასის მფლობელი გახდა

© photo: courtesy of Giorgi Makaridzeგიორგი მაკარიძე
გიორგი მაკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მორეირა-დე-კონეგუშის ქალაქის ფეხბურთელებმა „ბენფიკასთან“ გამარჯვების შემდეგ თასის ფინალში „ბრაგას“ მოუგეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე „მორეირენსეს“ შემადგენლობაში პორტუგალიის ლიგის თასის მფლობელი გახდა — 26 წლის მეკარის კარიერაში ეს ტიტული პირველია.

 „მორეირენსემ“ ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო „ბრაგას“ და კლუბის ისტორიაში პირველი ჯილდო მოიპოვა. 

© FB/ Giorgi Makaridzeგიორგი მაკარიძე პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის თასით
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის თასით - Sputnik საქართველო
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის თასით

ქალაქ მორეირა-დე-კონეგუშის ფეხბურთელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს. 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კაუემ ზუსტად შეასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში „ბრაგას“, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს, ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ „მორეირენსეს“ მცველებმა და ქართველმა მეკარემ თავი გამოიჩინეს.

მაკარიძე „მორეირენსეს“ შემადგენლობაში გასული წლის ივლისიდან თამაშობს. მანამდე, ქართველი მეკარე სხვა პორტუგალიური კლუბის – „ფირენსეს“ კარს იცავდა.

ყველა ახალი ამბავი
0