თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ლუბლიანას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა, იუწყება ტელეომპანია "იმედი".
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
როგორც ტაქსის მძღოლმა განაცხადა, ამოტრიალებული ავტომობილიდან მან ჯერ მგზავრი ამოიყვანა და შემდეგ თვითონ გადმოვიდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ მივიდნენ.