ლიანა ელიავა - ფინეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორი

© პირადი არქივიკინორეჟისორი ლიანა ელიავა
კინორეჟისორი ლიანა ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ფინეთში მცხოვრები ლიანა ელიავა ქართულ კინოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იხსენებს. მისი რეჟისორობით დაიდგა ფილმები:„გზის დასაწყისი“, „სინემა“, „ბზიანეთი“, „ფერმა მთაში“, „მშვენიერი კოსტუმი“ და „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ და სხვა.
ლიანა ელიავა - ფინეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორი

„თუ როგორ მოხდა ჩემი კინოსთან დაკავშირება — ეს მთელი ისტორიაა. სხვათაშორის, მე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, რატომღაც იქ სიტუაცია არ მომეწონა და ბატონ არნოლდ ჩიქობავასთან გადავედი კავკასიურ ფაკულტეტზე. სწორედ ჟურნალისტიკაზე სწავლის დროს ქუჩაში გადამიდგა რეჟისორი და მკითხა: ხომ არ გინდათ კინოში გადაღებაო? მე კი მსახიობობაზე სულაც არ ვოცნებობდი“, —  ამბობს „Sputnik”- თან საუბარში ლიანა ელიავა.

კინორეჟისორი ლიანა ელიავა ამჟამად ფინეთში ცხოვრობს. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. მისი რეჟისორობით დაიდგა ფილმები: „გზის დასაწყისი“, „სინემა“, „ბზიანეთი“, „ფერმა მთაში“, „მშვენიერი კოსტუმი“ და „ეპისკოპოსი ნადირობაზე“. ლიანა ელიავას ფილმებს  აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე აქვს მოპოვებული.


ყველა ახალი ამბავი
0