„გაზპრომმა“ უცხოეთში გაზის მიწოდების ახალი რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „გაზპრომმა“ შორეულ აღმოსავლეთში 636,4 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ უცხოეთში გაზის ექსპორტის ახალი რეკორდი დაამყარა, მან დღე-ღამის განმავლობაში 634,4 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: „გაზპრომთან" შეთანხმება საქართველოსთვის წამგებიანია

„მიმდინარე კვირა „გაზპრომისთვის“ რეკორდული აღმოჩნდა. ზედიზედ მეოთხე დღეა კომპანია უცხოეთში დღიური მიწოდების აბსოლუტური მაქსიმუმს ანახლებს. ახალი ისტორიული მაჩვენებელი 27 იანვარს დაფიქსირდა — 634,4 მილიონი კუბომეტრი“, — იუწყება კომპანია.

ამასთან აღნიშნულია, რომ რუსული გაზის მიწოდების დამაჯერებელი მზარდი დინამიკა 1-დან 27 იანვრის ჩათვლით ისეთმა ქვეყნებმა აჩვენეს, როგორიცაა უნგრეთი — ზრდა 11,2%-თ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სერბეთი — 5,1%-ით და ბულგარეთი — 15,9%-ით. 

„გაზპრომი“ — ეს გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა. კომპანიის მოღვაწეობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს გეოლოგიური დაზვერვა, მოპოვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გაზის გადამუშავება და რეალიზაცია, გაზის კონდენსატისა და ნავთობის შენახვა, გადამუშავება და რეალიზაცია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0