ალმათში ზამთრის უნივერსიადა გაიხსნა

© photo: Sputnik / Анатолий Устиненкоუნივერსიადა 2017
უნივერსიადა 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის უნივერსიადაში მონაწილეობას 55 ქვეყნიდან 17-დან 28 წლამდე ასაკის 2000 სპორტსმენი მიიღებს, შეჯიბრებები სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ალმათში 2017 წლის ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა გაიხსნა, იუწყება „Sputnik ყაზახეთის“ კორესპონდენტი. 

ცერემონია ყინულის სასახლე „ალმათი არენაში“ გაიმართა, რომელსაც ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ესწრებოდა.

„უნივერსიადა ცხოვრების ჯანსაღი წესის სიმბოლო გახდება. მისი ეფექტურობა ჩვენი ერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამებს შეიძლება შევადაროთ. გამოჩენილი მეცნიერი ანჯელო მოსო შემთხვევით არ ამბობდა, რომ სპორტმა ასობით წამალი შიძლება შეცვალოს, მაგრამ წამლის ვერც ერთი აბი სპორტს ვერ შეცვლის. და ეს მართალია“, — განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ცერემოანიაზე.

ცენტრალური სცენა ფოთლის ფორმის მსგავსად იყო გაფორმებული, რომელიც სიცოცხლის, სიბრძნისა და სიყვარულის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

თეატრალიზებული წარმოდგენის დროს მაყურებელს გააცნეს ყაზახეთის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, კულტურის მრავალფეროვნება, ტრადიციებისა და ხელობის სიმრავლე, ყაზახი ხალხის ძლიერი სული. წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს 1500 მსახიობმა — ოპერისა და ესტრადის მომღერლებმა, ცირკის აკრობატებმა, მოციგურავეებმა, ცეკვის კოლექტივებმა, თეატრის მსახიობებმა და სხვებმა. 

ისტორიკულ-ეთნიკურ თეატრალიზებულ წარმოდგენას თან ახლდა დეკორაციებისა და დეკორატიული ელემენტების გრანდიოზული ცვლა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით — რობოტები პლანშეტებით, ქარის წისქვილები, მითიური გმირები, შადრევნები და ფოიერვერკი.

შემდეგ კი ნაკრებების მონაწილეობით ტრადიციული აღლუმი დაიწყო — უნივერსიადაზე 55 სახელმწიფოს სპორტული დელეგაცია ჩამოვიდა.

კვირას დაწყებული სპორტული შეჯიბრებები 8 თებერვლამდე გაგრძელდება. მათში მონაწილეობას 55 ქვეყნის 17-დან 28 წლამდე ასაკის 2000 სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრებები სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება: ბიატლონში, სამთო-სათხილამურო სპორტში, კიორლინგში, ციგურებით სირბილში, თხილამურებით ორთაბრძოლაში, სათხილამური რბოლაში, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში, სნოუბორდში, ფიგურულ ციგურაობაში, ფრისტაილში, ჰოკეიში, შორტ-ტრეკში.

შეჯიბრები რვა სპორტულ ობიექტზე ჩატარდება: სამთო-სათხილამურო კურორტ „შიმბულაკზე“, მაღალმთიან სპორტკომპლექსში „მედეუ“, სათხილამურო ტრამპლინების საერთაშორისო კომპლექს „სუნკარში“, ბალუან შოლაკის სახელობის სპორტისა და კულტურის სასახლეში, სათხილამურო და ბიატლონის სტადიონთა კომპლექსში „ალატაუ“, სპორტულ-გასართობ კომპლექს „ტაბაგანში“, ყინულის კომპლექსებში „ალმათი არენა“ და „ჰალიკ არენა“. ორი უკანასკნელი ობიექტი სპეციალურად უნივერსიადასთვის აშენდა. ქალაქ ალმათის ალათაუს რაიონში სპეციალურად თამაშებისთვის ათლეტური სოფელი აშენდა, რომელიც 5000 კაცზეა გათვლილი. ჩართულია 3000 მოხალისე. ორგანიზატორები ელოდებიან, რომ თამაშებზე 30000-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და ტურისტი ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0