თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. თელავიდან 57 წლის მამაკაცი დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია „თანამგზავრი“.
ოჯახის წევრების განცხადებით, დავით ხოკერაშვილი სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა. იგი დაკარგული ღორის საძებნელად ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
დავით ხოკერაშვილს მეზობლები უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგული მამაკაცის ძმამ, ვეფხო ხოკერაშვილმა განაცხადა, ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.
ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი 175 სანტიმეტრის სიმაღლისაა და სამხედრო ფორმის ქურთუკი აცვია.