საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

© ФФГსაქართველო-იორდანია
საქართველო-იორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელებმა დაასრულეს შეკრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს - უზბეკეთთან მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო იორდანიასთან - დამარცხდნენ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა იორდანიის გუნდთან ამხანაგური მატჩი წააგო ანგარიშით 0:1. შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა.

საქართველოს ნაკრების კარში პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლის ავტორია ჰამზა ალ დარდური.

ეს ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორე იყო — ორშაბათს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთის ნაკრებს შეხვდნენ და მატჩი ფრედ — 2:2 დაასრულეს.

„დუბაიში ამხანაგური მატჩები აუცილებელი იყო იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში ხშირად არ იძახებენ, რათა მათ თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ. უზბეკეთთან ფრე ვითამაშეთ, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არცთუ მარტივი იყო, თანაბრად მიმდინარეობდა. ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მათ კი, სამწუხაროდ, გაიტანეს“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით მთლიანობაში კმაყოფილია, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წინასასეზონო მზადებისას რამდენიმე ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და მათ მარტში სერბეთთან თამაშის წინ ნაკრებში გამოიძახებენ.

საქაქრთველო-უზბეკეთი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და უზბეკეთის ფეხბურთის ნაკრებებს შორის გამართული თამაში ფრედ დასრულდა

გაერთიანებულ საამიროებში წინასასეზონო შეკრება, მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ძირითადად იმ მოთამაშეებისთვის შედგა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში გამოდიან და იმ ლეგიონერებისთვის, რომლებსაც ქვეყნის ნაკრებში ხშირად არ იძახებენ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიმართება. ოთხი ჩატარებული ტურის შემდეგ საქართველოს D ჯგუფში ორი ქულა აქვს და მეხუთე ადგილი უკავია. სერბეთი რვა ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0