ნატო ერისთავი: „კერამიკული დაავადება“ ბავშვობაში შემეყარა
„ჩვენ ვიპოვეთ შესაფერისი ქართული თიხა და პირველებმა დავიწყეთ მისი გამოყენება, ნამუშევრებად ქცევა. თიხას „ქართული ფაიფური“ დავარქვით. ჩვენ სალონში მრავლად შეხვდებით გამოსაყენებელ ნივთებს, რაც ძალიან მისაღებია საზოგადოებისთვის“, — განაცხადა ერისთავმა.
ნატო ერისთავმა და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს გალერეა White studio, სადაც სათანადოდ ამუშავებენ თიხას, მისგან სხვადასხვა ფორმის ჭურჭელს ძერწავენ, წვავენ და შემდეგ დეკორით ამკობენ.