იორდანელებს შეუძლიათ საქართველოს უვიზოდ ესტუმრონ

© photo: Sputnikთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იორდანიის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ დაჰყონ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. იორდანია 95-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც საშუალება ექნებათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, დაემატა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო. 

საქართველოსა და იორდანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 აპრილს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. 

იორდანიის მოსანახულებლად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთჯერადი ვიზა საზღვარზე მიიღონ. ქვეყანაში შესვლის ღირებულება 60 აშშ დოლარს შეადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0