თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ წევრები ისაუბრებენ ბოლო წლებში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, უსახლკაროთა მხარდაჭერის პროექტზე და საკუთარ მოსაზრებებზე საქართველოს ახალი მთავრობის მიერ გატარებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აანონსებს, რომ განაგრძობს ბრძოლას უსახლკაროების შესახებ კანონის მიღებისთვის, რომლის კანონპროექტიც არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა შექმნეს და რომლის ინიცირებაზეც ორგანიზაცია და პროექტის ბენეფიციარები ორი წლის განმავლობაში იბრძვიან.
ბრიფინგის მონაწილეები:
— ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი;
— ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი
პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება, მოწვეული არიან მასმედიის წარმომადგენლები მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С ტელ: 555 90 89 77.
მედიასაშუალებების აკრედიტაცია შესაძლებელია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977
განაცხადი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების მიღებაზე გაგზავნეთ მისამართზე: media@sputnik-georgia.com