თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს უცნაური რამ შეემთხვათ — საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღისით მოქალაქემ დარეკა, რომელიც დიღმის მასივის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში ადამიანის დახრჩობის შესახებ იტყობინებოდა.
მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ მდინარეში ადამიანი კი არა, მანეკენი „იხრჩობოდა“. მიუხედავად ამისა, მათ იგი, უფრო სწორად მანეკენის ქვედა ნაწილი წყლიდან ამოიღეს, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყებაზე დაყრდნობით.
შემთხვევის ადგილზე მაშველების გარდა მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადები.