საგზაო შემთხვევების რაოდენობა შარშან, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა

© FB/DAVID MESKHISHVILIდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევების მატება მანქანების რაოდენობის ზრდით არ აიხსნება, მიაჩნია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს.
საგზაო შემთხვევების რაოდენობა შარშან, წინა წელთან შედარებით, 7 %-ით გაიზარდა.

 
"ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მატებას იმით ხსნიან ხოლმე, რომ ავტომობილების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ ეს არ არის სწორი ახსნა. მეტი ავტომობილი მეტ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უნდა ნიშნავდეს. უნდა არსებობდეს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც არ გვაქვს ჯერჯერობით. უფრო მეტიც, საგზაო უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული, უკვე ერთი წელია პარლამენტშია და მისი სერიოზული განხილვა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს", — ამბობს დავით მესხიშვილი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

ყველა ახალი ამბავი
0