თამარ კიკნაძე; სააკაშვილს უკრაინა საქართველოში ელჩად არ გამოაგზავნის
„სააკაშვილი ვერ ჩამოვა საქართველოში, იმიტომ რომ დაიჭერენ, მაგრამ თუ ელჩად იქნება, მას იმუნიტეტი დაიცავს. ამიტომ ძალიან საჩოთირო სიტუაციაა, და არა მგონია, რომ უკრაინულმა მხარემ ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი“, — თვლის თამარ კიკნაძე.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვებ-გვერდზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა. ამ დროისთვის პეტიციას ხელი 136-მა ადამიანმა მოაწერა. იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ეს საკითხი განიხილოს, სამი თვის განმავლობაში მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.