საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ჯოზეფ დაულის მოწოდებას უპასუხა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე დიდი ევროპული პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის ჯოზეფ დაულის განცხადებაზე, რომელშიც დაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები საქართველოში.

აღნიშნული განცხადება დაულიმ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, დეპუტატები გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი, ბრიუსელში გაიმართა.

„მთავრობის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პატივს სცემენ ევროპელი კოლეგების მოსაზრებებს და მათ ყურადღებით ეკიდებიან, თუმცა, დღეს დემოკრატიულ სისტემაში მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და არა აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი”, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

„საქართველომ შეძლო გადაქცეულიყო ქვეყნად, რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება.

დემოკრატიულ სისტემაში დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა“, — აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისგან გათავისუფლების პროცესში მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნათქვამია განცხადებაში.

„ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები.

საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებულებებისადმი ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის", — აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0