მამრაძე: მერაბიშვილი დიდი ხანია ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს

© © SPUTNIK/ LEVAN AVLABRELIსტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე
სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან უნდოდა, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე დარჩენილიყო, მიაჩნია პეტრე მამრაძეს.
მამრაძე: მერაბიშვილი დიდი ხანია ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმიტომ არ დააყენა ყრილობაზე მერაბიშვილის გადარჩევის საკითხი, რომ უნდოდა ჰყოლოდა „ცნობილი რეფორმატორი“, კორუფციასთან მებრძოლი გენერალური მდივანი, რომელიც დღეს პოლიტიკური დევნილია და ციხეში იმყოფება, რადგან ეს სააკაშვილისთვის უკვე „პიარია“.  სწორედ ეს „პიარი“ ჩაუშალა მერაბიშვილმა მას თავისი უარით გენერალური მდივნის პოსტზე“, — აცხადებს პეტრე მამრაძე.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული – 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებში.

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0