ბაირახტარი: კომპანიებმა ნავთობზე აქციზის გაზრდით ორმაგი მოგება ნახეს
"ბიზნესის არსიც ისაა, რომ მოგება უნდა ნახოს, მაგრამ როცა ქვეყანაში გვაქვს რთული სოციალური სიტუაცია, კომპანიებმაც უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ კი, პირიქით, სახეზე გვაქვს სურათი, როდესაც კომპანიები რიგითი მოქალაქეების ხარჯზე ცდილობენ მოგება მიიღონ", — თვლის პაატა ბაირახტარი.
2016 წლის დეკემბრიდან დღემდე საწვავის ფასი ქვეყანაში 18.26%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15%-ით მოიმატა. შედეგად, ერთი ლიტრი „პრემიუმის“ ტიპის საწვავის ღირებულება ზოგან 2.19 ლარსაც კი აღწევს.