კინო თბილისში: რა ვნახოთ 26-29 იანვარს

© photo: Sputnik / Stringerპოპკორნი
პოპკორნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესანიშნევი მეთ დეიმონი დიდი კედლის ურჩხულების წინააღმდეგ, მარტინ სკორსეზეს ახალი დრამა და მულტიპლიკაციური ოცნებები — „Sputnik-საქართველო“ 26-29 იანვრის უქმეებისთვის თბილისში კინოს ტრადიციულ მიმოხილვას გთავაზობთ.

26 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„დიდი კედელი“(The Great Wall) — აშშ-ისა და ჩინეთის ერთობლივი წარმოების ფილმ–ფენთეზი მეთ დეიმონითა და პედრო პასკალით მთავარ როლებში. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ავანტიურისტთა ჯგუფი გაემგზავრება ჩინეთში, სადაც შავი დენთის საიდუმლო უნდა მოიპოვოს. მოგზაურობისას მათ ჯერ მომთაბარეები ესხმიან, მერე კი უცნაური არსება. ყველა ავბედითი თავგადასავალის შემდეგ დიდ ჩინურ კედლამდე მხოლოდ ჯგუფის ორი წევრიღა მივა. გარნიზონის ჯარისკაცების ტყვეობაში მოხვედრისას ისინი შეიტყობენ, რომ ოცი საუკუნის განმავლობაში ყოველ მე–60 წელიწადს კედელს ურჩხულების ხროვა ესხმის. ფილმის ყურება 3D ფორმატით არის შესაძლებელი.

საინტერესო ფაქტი: ფილმისთვის მუსიკა დაწერა ირანულ–გერმანული წარმოშობის ფილმებისა და ტელევიზიისთვის ორკესტრული მუსიკის კომპოზიტორმა რამინ ჯავადიმ — მან სახელი გაითქვა მუსიკით საკულტო სერიალისთვის „ტახტების თამაშები“, ასევე ფილმებისთვის „ვარკრაფტი“, „რკინის კაცი“. 

 „ბალერინა" (Ballerina) — ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი რეჟისორებისგან ერიკ სამერისგან და ერიკ უორინისგან. მოვლენათა ცენტრში 1879 წლის პარიზია. ობოლი გოგონა სახელად ფელისი ბალეტზე ოცნებობს და მეგობარ–გამომგონებელთან ერთად ბრეტანის პროვინციიდან პარიზში გარბის, სადაც სხვისი სახელით Grand Opera–ს აღსაზრდელი ხდება. მაგრამ ყველაფერი არც ისე იოლია: ფელისი დღედაღამ ცეკვაში ვარჯიშობს, თანაც მოულოდნელ სიყვარულში გარკვევა უწევს. აუსრულდება თ არა ფელისს ოცნება და რა ელის მას ყველა განსაცდელის შემდეგ — ეს კინოთეატრში უნდა ნახოთ.

საინტერესო ფაქტი: საბალეტო სტუდიაში ფელისის მეტოქის კამილას როლს ორიგინალში მედი ზიგრელი ახმოვანებს — ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი, რომელიც ავსტრალიელი მომღერლის Sia–ს კლიპების გადაღებებიდან გახდა ცნობილი. 

 „დუმილი“ (Silence) — მარტინ სკორსეზეს დრამა, რომელიც სუსაკუ ენდოს რომანს ეფუძნება. ХVII საუკუნეში ორი იეზუიტი უცხოელთათვის ჩაკეტილ იაპონიაში თავისი მასწავლებლის საძებრად ჩადიან. ამომავალი მზის ქვეყანას სეგუნატი ტოკუგავა მართავს, რომელმაც კათოლიციზმი აკრძალა. ხელისუფლებას უცხო რელიგიის ზეგავლენისგან სახელმწიფოს გაწმენდა სურს და იაპონელ ქრისტიანების დევნას იწყებს. ბერები იმ საშინელ ტანჯვას ხედავენ, რასაც მათ თანამორწმუნეებს აყენებენ. მღვდლები მაინც ფარულად ქადაგებენ და ბოროტებასა და ძალადობას თავის თავზე განიცდიან. ქვეყნის უდაბურ ადგილებში შესვლისას დრამის გმირებს ებადებათ კითხვა, თუ რატომ დუმს ღმერთი, როდესაც მისი შვილები იტანჯებიან. ფილმში როლებს ასრულებენ ენდრიუ გარფილდი, ადამ დრაივერი და ლიამ ნისონი.
საინტერესო ფაქტი: სკორსეზეს სიტყვებით, სუსაკუ ენდოს რომანმა მისი როგორც კათოლიკეს ყურადღება მიიპყრო სამყაროში ტანჯვის არსებობისას უფლის დუმილის თემით. მიუხედავად იმისა, რომ რომანის აღწერილი მოვლენები იაპონიაში ხდება, სკორსეზემ ფილმის გადაღება ტაივანზე მას მერე გადაწყვიტა, რაც ენგ ლიმ მას სურათზე „პის ცხოვრება“ ამ კუნძულზე მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა დი ჯეი კარუზოს "XXX: დაბრუნება"(XXX: Return of Xander Cage) ვინ დიზელით მთავარ როლში და „კაკუნი ჯოჯოხეთის კარზე“ (Don't Knock Twice) — რეჟისორ კარადორ ვი ჯეიმსის საშინელებათა ფილმი.

ასევე თბილისის კინოთეატრებში — დემიენ შაზელის ამერიკული ფილმ–მიუზიკლი ემა სტოუნით და რაიან გოსლინგით მთავარ როლებში, ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა „ღამის კანონი“ და ამერიკული კომედია „რატომ ის?“ ბრაიან კრენსტონით და ჯეიმს ფრანკოთი მთავარ როლებში, კრის უეჯის ფანტასტიკური ფილმი „მონსტრი მანქანები“, ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას დრამა „ანას ცხოვრება“, და ასევე ჯასტინ კურზელის სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი „მკვლელის კრედო“.

მულტფილმები ბავშვებისათვის: „თოვლის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“  და „მოანას თავგადასავალი“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0