ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები და გამანადგურებლები „ადმირალ კუზნეცოვს“ მიაცილებენ

© REUTERS / Norwegian Royal Airforceავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“
ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათ შეუერთდნენ ნატოს ხომალდები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან და ბელგიიდან, ასევე ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებლები Typhoon.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები ლა-მანშის სრუტეში მოძრავ მძიმე ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვს“ მიაცილებენ, რომელიც სირიის კონფლიქტის ზონიდან ბრუნდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„სამეფო სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები ყურადღებით აკვირდებიან შინისკენ მიმავალი რუსული ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ გადაადგილებას, სანამ ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მოძრაობს“, — წერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

როგორც გაზეთი Daily Star წერს, ბრიტანეთის სამხედრო ხომალდებს შორის არის ფრეგატი HMS St Albans და ვერტმფრენმზიდი HMS Ocean.

მათ ასევე შეუერთდნენ ნატოს ხომალდები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან და ბელგიიდან, ასევე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებლები Typhoon.

​„გაუმჯობესებული გამანადგურებელი Typhoon ასევე ადევნებს თვალყურს რუსულ ხომალდებს ლა-მანშის სრუტეში“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ მიაცილებენ რუსულ ხომალდებს ბრიტანეთის საჰაერო ძალები.

​მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „ადმირალი კუზნეცოვი“ და სახომალდე ავიაციის 40-ზე მეტი საფრენი აპარატი სირიიდან ქალაქ სევერომორსკში ბრუნდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0