თბილისის გარეუბანში კინოლოგიის ცენტრი გაიხსნა

© фото : пресс-служба МВД Грузииკინელოგიის ცენტრი თბილისში
კინელოგიის ცენტრი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოლოგიის ცენტრი თბილისში კვალიფიციურ მესაზღვრე–კინოლოგებს მოამზადებს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ოთხშაბათს შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე ლილოს რაიონში კინოლოგიის ცენტრი გახსნეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის დაცვას შეუდგებიან. ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ვოლიერები, ოდოროლოგიის (სუნების მეცნიერების) შესწავლის ოთახი და ვეტერინარული პუნქტი.

ცნობისმოყვარე ძაღლი - Sputnik საქართველო
ყველაზე მოდური ძაღლები საქართველოში

„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს… კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ გასული წლის თებერვალში საქართველოსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის მოდერნიზაციის შესახებ, რომელიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

შეთანხმების ფარგლებში იგეგმებოდა სასაზღვრო სექტორების „კასუმლოს“ და „ქედას“ მშენებლობა. ისინი აღიჭურვება სითბური კამერებით, ღამის ხედვის მოწყობილობებით, ასევე სათვალთვალო კოშკებით.

ყველა ახალი ამბავი
0