„ჩემი მასწავლებელი“: სკოლის მოსწავლეები ფოტოკონკურსში მიიღებენ მონაწილეობას

© Fotolia / Kzenonგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ფოტო გადაუღონ თავის მასწავლებელს და ფოტოკონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს სკოლების მოსწავლეები უჩვეულო კონკურსში შეძლებენ მონაწილეობას — მათ ფოტო უნდა გადაუღონ თავის მასწავლებელს გაკვეთილზე, სამუშაო პროცესში.

ფოტოკონკურსი „ჩემი მასწავლებელი“ სკოლის მოსწავლეებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კონკურსის მთავარი მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება. ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს.

ფოტო უნდა ასახავდეს კონკურსანტის მასწავლებელს საქმიანობის პროცესში, საგაკვეთილო პროცესს ან სკოლას პოზიტიური კუთხით. ფოტოს ზომა უნდა იყოს არანაკლებ 3300X4200 პიქსელი. ფოტო უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე tpdc.georgia@gmail.com და მითითებული იყოს სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ასევე ფოტოზე აღბეჭდილი მასწავლებლის პირადი მონაცემები.

ფოტოები განთავსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებულად გამოცხადდება სამი კონკურსანტი, რომლებიც ყველაზე მეტ მოწონებას („ლაიქს“) დააგროვებს. ისინი მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების დღეს ყველა მონაწილის საუკეთესო ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართება.

კონკურსის ორგანიზატორები მოსწავლეებს სთხოვენ, გამოაგზავნონ მხოლოდ ერთი ფოტო. მიღება დასრულდება 17 თებერვალს, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია მარტში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0