თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისში სამშაბათს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ოფიციალური ვებ-გვერდი.
А ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ისრაელის, შოტლანდიისა და შვეიცარიის გუნდები. პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ისრაელის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ყველა შეხვედრა „ოლიმპიურ სოფელში“ გაიმართება.
თამაშების ცხრილი:
24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი
25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია
27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო
პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვიდ ჯგუფად დაყოფილი 26 ევროპული ნაკრები მონაწილეობს (ხუთ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია, ორში — სამ-სამი). მეორე შესარჩევ რაუნდში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადავა.
ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი სლოვენიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.