„ადრე თუ გვიან მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლდება და მას უფრო ბიზნესი მიიზიდავს, ვიდრე პოლიტიკა. ხოლო ის აჟიოტაჟი, რომელსაც ადგილი აქვს მის მიმართ როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი წევრის გამონათქვამებიდან გამომდინარე, ალბათ, თანდათან მიილევა და აღარ იქნება დიდი მოლოდინი იმისა, რომელს აირჩევს პოლიტიკური პერსპექტივის შემთხვევაში მერაბიშვილი”, — განაცხადა ცისკარიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული – 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებში. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე.