საია: საჯარო სამსახურებში შტატების შემცირება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს

© FB/საიასაია
საია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს” ორგანიზაციის იურისტმა ნინო ცუხიშვილმა.
საია: საჯარო სამსახურებში შტატების შემცირება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს

მონიტორინგის მიზანია, განისაზღვროს, თუ რამდენი საჯარო მოხელე იქნა გათავისუფლებული, როგორ იქნა შერჩეული ისინი რეორგანიზაციის საფუძველზე და, ზოგადად, როგორ აისახა საბიუჯეტო სახსრების შემცირება საჯარო მოხელეებზე.

საიამ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს, რათა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში ჩატარდეს მინისტრების ანგარიშების მოსმენა ამ პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0