ნათელა თოიძის ნამუშევრების გამოფენა მოსკოვის ახალ მანეჟში გაიმართება

© FB / Манежნათელა თოიძე
ნათელა თოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე სახელწოდებით „ნათელა თოიძე. ფერის სკულპტურა“ წარმოდგენილი იქნება პეიზაჟები, ნატურმორტები და ალეგორიული კომპოზიციები.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართველი ფერმწერის, მოსე თოიძის შვილიშვილის, ქართული წარმომავლობის ცნობილი რუსი მხატვრის ნათელა თოიძის ნამუშევრების გამოფენა მოსკოვის ახალ მანეჟში 26 იანვრიდან 26 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება.

ორგანიზატორთა თქმით, გამოფენა სახელწოდებით „ნათელა თოიძე. ფერის სკულპტურა“ დამთვალიერებელს ფერწერას მისი პირველქმნილი არსით დაანახებს, როდესაც თვით მისი მატერია, მუსიკის მსგავსად, ნაწარმოების აზრსა და ფორმას წარმოადგენს.

დავით კაკაბაძის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
მოსკოველები ქართულ ავანგარდს პუშკინის მუზეუმში დაათვალიერებენ

„ავტორი ნოვატორულად ავითარებს რეალისტური ფერწერის ტრადიციებს და ამისათვის თავის მძლავრ, ექსპრესიულ ენას იყენებს. პეიზაჟებში, ნატურმორტებში და ალეგორიულ კომპოზიციებშიც ეს შერწყმა ძალიან ორგანულია და ძლიერ ემოციურ შედეგს იძლევა“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ნათელა თოიძე — რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის ლაურეატია, რომელიც რუსეთში დაიბადა, სწავლობდა და მოღვაწეობს.

მხატვარს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საავტორო ხელწერა და მაღალი ფერწერული კულტურა გააჩნია. ოსტატის შემოქმედებითი კრედო მას ოჯახიდან მოსდგამს, რომლის რამდენიმე თაობა ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. ამ მხატვრული დინასტიის  წარმომადგენლები არიან მხატვრის ბაბუა, მოსე თოიძე — ფერმწერი, ილია რეპინის მოსწავლე, სანქტ-პეტერბურგის მხატვრობის საიმპერატორო აკადემიის კურსდამთავრებული, და მამა გიორგი თოიძე — ცნობილი მოქანდაკე და გრაფიკოსი.

ნათელა თოიძის პერსონალური გამოფენები არის გამართული ტრეტიაკოვის გალერეაში, რუსულ მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო აკადემიის დარბაზებში მოსკოვში, რუსეთის აკადემიის მუზეუმში სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ მანეჟში, რუსეთის სახელმწიფო მუზეუმებში — ვოლოგდაში, სარანსკში, კალუგაში.

გარდა ამისა, ნათელა თოიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული დიდ გამოფენებში პეკინის მუზეუმებში, ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრში, ლისაბონში, პარიზში. მისი ნამუშევრები ინახება ტრეტიაკოვის გალერეის კოლექციებში, რუსულ მუზეუმში და სხვა სამუზეუმო კოლექციებში.

ყველა ახალი ამბავი
0