„საქართველოს ნაკრები“ მსკ-ის უმაღლეს ლიგაში გამოვა

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკში"კივინის" ფესტივალი
კივინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ნაკრები“ 640 გუნდს შორის 24 უძლიერესის სიაში მოხვდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „საქართველოს ნაკრები“ 2017 წლის უმაღლესი ლიგის შემადგენლობაში მოხვდა — მსკ-ის საერთაშორისო კავშირის სატელევიზიო ლიგების შემადგენლობები სოჭის ზამთრის თეატრში, „კივინი 2017“-ის გუნდების საერთაშორისო ფესტივალის გალა-კონცერტზე 22 იანვარს განისაზღვრა.

„კივინი 2017“-ის 28-ე საერთაშორისო ფესტივალში 640 გუნდი მონაწილეობდა. „საქართველოს ნაკრები“ 24 უძლიერესი გუნდის სიაში შევიდა.

ქართული გუნდის გამოსვლაში სიახლე იყო — მას შეემატა გიორგი (გერა) გიგაშვილი — უმაღლესი ლიგის ყოფილი ფინალისტი გუნდ „ფიზტექიდან“. ის, გუნდის ხელმძღვანელის სოფო ბანძავას თქმით, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

„საქართველოს ნაკრების“ გარდა 2017 წლის უმაღლესი ლიგის შემადგენლობაში მოხვდნენ გუნდები მოსკოვიდან, ბაქოდან, ულან-უდედან, ტიუმენის ოლქიდან, ტვერიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ირკუტსკიდან, ტამბოვიდან და სხვა.

გალა-კონცერტზე ჩამოყალიბდა 2017 წლის პრემიერ-ლიგის 24-გუნდიანი შემადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ნაკრები“ ამ შემადგენლობაში გასული წლის უმაღლეს ლიგაში წარმატებით მონაწილეობდა.

„კივინი 2017“-ში „საქართველოს ნაკრების“ მონაწილეობის ფინანსურ უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0