ქართული პროდუქცია ბერლინში „მწვანე კვირეულზეა“ წარმოდგენილი

© Минсельхоз Грузииქართული პროდუქცია ბერლინში
ქართული პროდუქცია ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა კომპანიებმა ბერლინში უნსხვილეს სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე ქართული ტრადიციული პროდუქცია წარმოადგინეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბერლინში სურსათის, მებაღეობის, სასოფლო და სატყეო მეურნეობის საერთშორისო სავაჭრო გამოფენა — „მწვანე კვირეული 2017“ (Gruene Woche 2017) მიმდინარეობს. 

ონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. 

საქართველოს სტენდზე 17 კომპანიაა წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოფენის ფარგლებში მოწყობილ ქართულ სტენდზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესტონეთის, მოლდოვის რესპუპლიკის და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა, ასევე შეხვედრები გამართა ლიტვის, ლატვიისა და სლოვენიის რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში სოფლის მეურნეობის საერთშორისო გამოფენა მიმდინარეობს

ლევან დავითაშვილმა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამასთან, 2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი.


ყველა ახალი ამბავი
0